სტატიები

რა ვიცით ბრეკეტებისა და ელაინერების შესახებ?

ბრეკეტები და ელაინერები არის ორთოდონტიული კონსტრუქციები, რომლებიც ცვლის კბილების პოზიციას. ამგვარი მოწყობილობები გვეხმარება კბილების გასწორებაში, ღიმილის გალამაზებაში, აკორექტირებს არასწორ თანკბილვას და მუშაობს სახის ასიმეტრიასთან.
თუმცა, არსებობს კიდევ ერთი ასპექტი - ბრეკეტები და ელაინერები მთლიანად ცვლის სახის ძვლების ფუნქციონირებას. როგორ? პირველ რიგში, ჩვენს სხეულში ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია. მეორე, თავის ქალის ძვლები მოძრავია და წარმართავენ მთელი სხეულის ბიორითმს, რის შესახებაც პირველად კრანიალური (კრანიოსაკრალური) ოსტეოპათიის შემქმნელმა, უილიამ საზერლენდმა ისაუბრა. ბრეკეტები და ელაინერები გავლენას ახდენენ თავის ქალის ძვლების მდებარეობაზე ერთმანეთთან მიმართებაში, რაც არსებით ცვლილებებს იწვევს სხეულის ფუნქციონირებაში.
ზედა ყბა თავის ქალის შვიდ ძვალს უკავშირდება. ბრეკეტების ან ელაინერების მოჭერის შემთხვევაში, ის ცვლის დაჭიმულობას თავის ქალის ნაკერებში: ზოგიერთ ადგილას ნაკერები მეტისმეტად იჭიმება, ზოგ ადგილას კი, პირიქით - არასაკმარისად. ნაკერებში დაჭიმულობის ცვლილების ფონზე შეიძლება განვითარდეს თავის ტკივილი, კისრის ტკივილი, მხედველობის პრობლემები, ცხვირის გაჭედვა, გაღიზიანება, თავბრუსხვევა და კონცენტრაციის უნარის დაქვეითება. სხეულში რეგულარული უსიამოვნო შეგრძნებები ცვლის ემოციურ ფონს, განსაკუთრებით მოზარდობის ასაკში: ვითარდება ცრემლიანობა, განწყობის ცვალებადობა და აგრესიის უმიზეზო აფეთქებები.
ქვედა ყბა მჭიდროდ არის დაკავშირებული ყბის სახსართან, საფეთქლის ძვლებთან და ხერხემლის სვეტთან. ქვედა ყბაზე დამაგრებულმა ბრეკეტებმა და ელაინერებმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს რეგულარული თავის ტკივილი და კისრის არეში უსიამოვნო შეგრძნებები. მათი გავლენით კისრის პოზიცია იცვლება. კისრის პოზიციის ცვლილება კი, თავის მხრივ, იწვევს ტანდეგობის დარღვევებს, მაგალითად, წელში მოხრილობას ან სქოლიოზს.
ეს საერთოდაც არ ნიშნავს, რომ ბრეკეტებისა და ელაინერების ტარება საჭირო არ არის. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინება:

ბრეკეტების ან ელაინერების გაკეთებამდე გაიარეთ კონსულტაცია არა მხოლოდ ორთოდონტთან, არამედ ოსტეოპათთანაც.

ოსტეოპათი შეაფასებს თქვენი სხეულის მდგომარეობას მთლიანობაში და წინასწარ შეადგენს ორთოდონტიული კონსტრუქციების დაყენების შესაძლო უარყოფითი შედეგების პროგნოზს. ზოგჯერ სპეციალისტი გირჩევთ პროცედურის გადადებას ან თანკბილვის გასწორებას უფრო რბილი მეთოდით.
გაიკეთეთ ბრეკეტები და ელაინერები არა უადრეს 13-16 წლის ასაკისა. ამ ასაკში, თავის ქალა დიდწილად ჩამოყალიბებულია ზრდასრულის მსგავსად, ამიტომ გვერდითი რისკები მცირდება. ეს ოსტეოპათიური მოსაზრებაა, ორთოდონტები გვირჩევენ მათ დაყენებას უფრო ადრეულ ასაკში.
ბრეკეტებისა და ელაინერების ტარების დროს, რეგულარულად (ყოველთვიური ბრეკეტების კორექციის ან ელაინერის შეცვლიდან ერთი კვირის განმავლობაში) ეწვიეთ ოსტეოპათს. ეს მნიშვნელოვანია გართულებების თავიდან ასაცილებლად. ოსტეოპათი ეხმარება სხეულს ორთოდონტიულ კონსტრუქციებთან ადაპტირებასა და თავის ქალის ნაკერებში ზედმეტი დაჭიმულობის მოხსნაში.
ბრეკეტების მოხსნის ან ელაინერების ტარების დასრულების შემდეგ, განაგრძეთ ვიზიტები ოსტეოპათთან, რათა შეაჩვიოთ სხეული, იცხოვროს ახალი თანკბილვით და ყბებსა და თავის ქალაზე ჩვეული ზეწოლის გარეშე.
გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ბრეკეტებისა და ელაინერების დაყენება სერიოზული პროცედურაა, რომელიც გავლენას ახდენს ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ პროცედურის ჩატარება როგორც ორთოდონტის, ასევე ოსტეოპათის მეთვალყურეობის ქვეშ.
იმ ქვეყნებში, სადაც ოსტეოპათია დინამიურად ვითარდება, ორთოდონტისა და ოსტეოპათის ერთობლივი მუშაობა გავრცელებული პრაქტიკაა.
სტომატოლოგიაში, კრანიოსაკრალური ოსტეოპათიის სფეროში ჩატარებული კვლევების გავლენის შედეგად ახალი მიმართულებაც კი გაჩნდა, რომელსაც კრანიო-ორთოდონტია ეწოდება. კრანიო-ორთოდონტია შეისწავლის, თუ როგორ მოქმედებს ყბის სისტემა (კბილების მდებარეობა, მათი არქონა, იმპლანტები, თანკბილვა, სახსრების მდგომარეობა) თავის ქალასა და ადამიანის სხეულზე.
გსურთ, რომ თქვენი სხეული უფრო ადვილად შეეგუოს ბრეკეტებს ან ელაინერებს, თქვენ კი თავს შესანიშნავად გრძნობდეთ? ჩაეწერეთ ოსტეოპათთან ვიზიტზე ოსტეოპათიურ ცენტრში!
არ გადადოთ საკუთარ თავზე ზრუნვა!