სტატიები

ლარინგიტის მკურნალობა ჰომეოპათიის საშუალებით

ლარინგიტის სიმპტომები

ლარინგიტს მოკლე დროში შეუძლია ხორხის ლორწოვანი გარსის დაზიანება და უფრო ღრმა გარსებში შეღწევა.
ამ დროს დაავადებული მრავალ უსიამოვნო შეგრძნებას განიცდის:
  • ხმა ეხლიჩება ( ან სრულად ეკარგება);
  • ტკივილი ყლაპვის დროს;
  • საერთო სისუსტე და თავის ტკივილი.

ლარინგიტის განვითარების მიზეზები

დაავადების გამომწვევი მიზეზია – ვირუსული ინფექციები.ხშირად დაავადების სიმპტომების გაჩენას იწვევს ალერგია კვების პროდუქტებზე ან სამკურნალო პრეპარატებზე. ორგანიზმის საერთო წინააღმდეგობის დაქვეითება ასევე შეიძლება იყოს ხორხის ლორწოვანი გარსის ანთების მიზეზი.მსუბუქი გადაღლა ან სტრესი, და უკვე ვითარდება ხმის გახლეჩის რისკი და თქვენ იტანჯებით ლარინგიტისგან. სამედიცინო სტატისტიკა ამტკიცებს იმ ფაქტს , რომ ქრონიკული ინფექციის კერის არსებობა ყურის,ყელის,ცხვირის მიდამოში ( ეს შეიძლება იყოს გლანდების ,ადენოიდების ანთება ან კარიესული კბილი პირის ღრუში) –დაავადების განვითარებისთვის ქმნის ხელსაყრელ პირობებს.
მწვავე ვირუსული ინფექციების ფონზე ლარინგიტი შეიძლება იყოს ერთ– ერთი ყველაზე ხშირი გართულება ,რომელიც შესაბამისი მკურნალობის გარეშე პაციენტისთვის შეიძლება წარმოადგენდეს სერიოზულ პრობლემას.

ლარინგიტის მკურნალობა ჰომეოპათიური საშუალებებით

ჰომეოპათიაში გამოიყენება როგორც სამკურნალო მცენარეები და ბალახები, ასევე სასარგებლო მინერალებიც და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. სასარგებლოა შემდეგი საშუალებები :
  • სპონგია (Spongia) – გააჩნია ხველების და ანთების სამკურნალო თვისებები,ასევე სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის მადრენირებელი თვისება
  • აკონიტი (Aconitum) – ჰომეოპათიური პრეპარატი ,რომელსაც გააჩნია გამაყუჩებელი ანთების საწინააღმდეგო თვისება.ამცირებს სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის შეშუპებას და სეკრეციას,აფართოვებს პერიფერიულ სისხლძარღვებს,აუმჯობესებს უჯრედოვან მეტაბოლიზმს ,უზრუნველყოფს ხორხის,ტრაქეის,ბრონქების დაზიანებული ლორწოვანის რეგენერაციას.
  • ლაუროცერაზუსი (Lauroceracus) – ასტიმულირებს მიკროცირკულაციას,აქვეითებს ცენტრალური ნერვული სისტემის ტონუსს,ამცირებს ლორწოს სეკრეციას სასუნთქ გზებში.
  • აპისი (Apis ) – ამცირებს შეშუპებას და ანთებას ხმის იოგების მიდამოში.
  • ბელადონა (Belladonna) – აქვეითებს გამაწამებელი მშრალი ხველის სიმპტომებს,ამსუბუქებს საერთო მდგომარეობას ლარინგიტის დროს.
  • ფოსფორუსი (Phosphorus)– ჰომეოპათიური მონოპრეპარატი.უზრუნველყოფს მიკროცირკულაციის გაუმჯობესებას და აძლიერებს იმუნურ მდგრადობას.
  • იოდ უმი (Jodum) – ლარინგიტის დროს და სასუნთქი გზების ლორწოვანის სხვა ანთებების დროს ხსნის შეშუპებას,ამცირებს ლორწოს გამოყოფას,ასევე გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და მასტიმულირებელი თვისება ,არეგულირებს მეტაბოლიზმს.
ჰომეოპათიური პრეპარატების დასახელებები ძალიან ბევრია და თითოეული მათგანი გამოიყენება შესაბამის სიტუაციაში.ჰომეოპათიური პრეპარატი ერთ–ერთი უსაფრთხო და მსუბუქი მოქმედების საშუალებაა.მისი გამოყენება შეიძლება ბავშვებში,ორსულებში,მეძუძურებში ყოველგვარი უარყოფითი შედეგის საშიშროების გარეშე.

მობრძანდით ჩვენთან – ,,ოსტეოპათიურ ცენტრში “ და გამოცდილი ექიმი–ჰომეოპათი ინდივიდუალურად შეგირჩევთ ლარინგიტის სამკურნალო საშუალებას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!