რა არის ჰაიმორიტი? ცხვირის წიაღის ანთების მიზეზი და მკურნალობა
ოტორინოლარინგოლოგების პრაქტიკაში ხშირია ჰაიმორიტით დაავადებული პაციენტები. ეს დაავადება აზიანებს ზედა ყბის ძვლის ჰაიმორის წიაღების ლორწოვან გარსს. ამ დროს მიმდინარეობს ანთებითი პროცესი.
დაავადების ძირითადი მაჩვენებელია დიდი რაოდენობით ლორწოს ან ჩირქის (უგულვებელყოფილ შემთხვევებში) გამოდენა ცხვირიდან, რომელსაც თან დევს თავის ტკივილი და საერთო მდგომარეობის გაუარესება.
ჰაიმოროტის გამომწვევი მიზეზები
ხშირად დაავადების გამომწვევი მიზეზია– წიაღებში ინფექციის შეღწევა . ამის გარდა , მისი გამოწვევა შეუძლია ნებისმიერ მდგომარეობას,რომლის დროსაც დარღვეულია ზედა ყბის წიაღების ბუნებრივი ვენტილაცია და დრენაჟი. ეს შეიძლება იყოს :
ცხვირის პოლიპი;
ცხვირის ძგიდის გამრუდება;
ადენოიდიტი ქრონიკულ ფორმაში;
სახის ძვლების ტრავმების შედეგი;
პოლინოზი;
ალერგიული რინიტი;
ნაზივინის და სხვა ადგილობრივი სისხლძარღვების შემავიწროვებელი პრეპარატების ჭარბი გამოყენება. ეს იწვევს ლორწოვანი გარსის ქრონიკულ შეშუპებას და პროვოცირებს ჰაიმორიტს.
კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ჰაიმორის წიაღის ქვედა კედლის ერთიანობის დაზიანება.ეს შესაძლებელია მაშინ , როდესაც დარღვეულია ზედა ყბის კბილების ზრდა ,იმ შემთხვევაში, როდესაც იყო ჩატარებული არასწორი სტომატოლოგიური მანიპულაციები.
ჰაიმორიტის მკურნალობის კლასიკური მეთოდები
ჰაიმორიტის კონსერვატიული მკურნალობის ტრადიციული ვარიანტია – ანტიბიოტიკების მიღება,წიაღების გამორეცხვა სპეციალური ხსნარებით,რომელთაც ყოველთვის არ მოაქვთ კარგი შედეგი, განსაკუთრებით დაავადების ქრონიკული ფორმის მკურნალობისას. ასეთი მკურნალობის კურსის შემდეგ იწყება რეციდივი და ყოველი გადატანილი გაციების შემდეგ აღინიშნება დაავადების გამწვავება.
მძიმე შემთხვევების დროს მიმართავენ ასევე მკურნალობის ქირურგიულ მეთოდს და პაციენტს უკეთებენ პუნქციას. აუცილებლად უნდა ითქვას , რომ ცხვირის წიაღში პუნქციის დროს შეიძლება გარედან შეიჭრას ინფექცია და პაციენტის მდგომარეობა შეიძლება უფრო დამძიმდეს. ანუ ეს კი არ აგვარებს პრობლემას, არამედ უფრო ამწვავებს.
არსებობს თუ არა ჰაიმორიტის მკურნალობის უფრო ეფექტური და უსაფრთხო მეთოდი?
ოსტეოპათია – ჰაიმორიტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდი
ექსპერტების აზრით, ქრონიკული ჰაიმორიტის გახანგრძლივების ნამდვილი მიზეზია – სახის ქალის ძვლების დისფუნქცია. დაძაბულობის და სიხისტის მოხსნა სახის ძვლებს შორის არსებულ ნაკერებში და ზედა ყბის ბალანსირება სხვა ძვლებთან მიმართებაში უზრუნველყოფს ჰაიმორიტის სიმპტომების თვითნებურ მოხსნას.
ოსტეოპათიიის სეანსები უზრუნველყოფს ზედა ყბის სწორი ანატომიური ბალანსირების აღდგენას, რის შედეგადაც იხსნება შესასვლელი ჰაიმორის წიაღში , გაუმჯობესდება ლორწოს და ჩირქის გადინება და ანთებითი პროცესიც თანდათან აღმოიფხვრება.
მაქსიმალურად კარგი შედეგების მისაღწევად აუცილებელია მკურნალობის რაც შეიძლება ადრე დაწყება, რომ დაავადება არ გადავიდეს ქრონიკულ ფორმაში.
ოსტეოპათიის უპირატესობა
როგორც აჩვენებს პრაქტიკა, ერთი ოსტეოპათიური სეანსი ხელს უწყობს პაცინტის ცხვირიდან დიდი რაოდენობით ჩირქის გადინებას.ამის შემდეგ ავადმყოფი შვებას განიცდის , აღარ აღინიშნება ცხვირიდან მუდმივი გამონადენი, გაივლის არასასიამოვნო სიმპტომები,აღინიშნება გამოჯანმრთელება. ოსტეოპათიური მეთოდი განსხვავდება ეფექტურობით და უვნებლობით ჰაიმორიტის პროფილაქტიკის და მკურნალობის დროს , როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებშიც.
ბოლო პერიოდში ოსტეოპათიამ მიიღო აღიარება და დაამტკიცა თავისი მკურნალობის შესაძლებლობები და მაღალი ეფექტურობა. ჰაიმორიტით დაავადაებული პაციენტების უმეტესობას ექიმი–ოსტეოპათები დაეხმარნენ ოპერაციული ჩარევების და გართულებებისგან თავის არიდებაში.
სპეციალური ოსტეოპათიური მეთოდიკა უზრუნველყოფს სახის ქალის ძვლების მოძრაობის ფაქიზად აღდგენას და ლორწოვანი გარსის დრენაჟული თვისების გაუმჯობესებას. დღესდღეობით, ჰაიმორიტით დაავადებული პაციენტების უმეტესობას შეუძლია მიმართოს ოსტეოპათს და ჩაიტაროს ოსტეოპათიური სეანსები,განიკურნოს დაავადებისგან სპეციალიზირებულ ცენტრში.