სტატიები

ზურგის ტკივილი. საიდან დავიწყოთ მკურნალობა?

ზურგის ტკივილი - რითი დავიწყოთ მკურნალობა?

ზურგის ტკივილი დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. სტატისტიკის თანახმად, პლანეტის ზრდასრული მოსახლეობის 90%-ს ზურგის ტკივილი აწუხებს და მხოლოდ შემთხვევათა 30%-ში მიმართავენ სპეციალისტებს დახმარებისთვის. ეს ყველაფერი იწვევს იმ ფაქტს, რომ უმნიშვნელო პრობლემა შეიძლება ქრონიკულ დაავადებად გადაიქცეს..

ზურგის ტკივილის გამომწვევი მიზეზები

ზურგის ტკივილი შეიძლება იყოს მწვავე, გაბმული, მჩხვლეტი, წვის შეგრძნებით ან ყრუ. ზოგჯერ ის მთელ ხერხემალზე ვრცელდება, ზოგჯერ კი ზურგის ერთ ცალკეულ ნაწილშია ლოკალიზებული. ტკივილი შეიძლება მრავალი მიზეზით იყოს გამოწვეული. მიზეზები, პირობითად, შეიძლება დაიყოს რამდენიმე ძირითად ჯგუფად:
1. ხერხემლის დაავადებები: ოსტეოქონდროზი, მალთაშუა დისკის თიაქარი, ოსტეოპოროზი, მალების დისლოკაცია, რადიკულიტი, ნერვის კომპრესია, ანთებითი ან ტრავმული ხასიათის ნევრალგია.
2. ჭარბი წონა - სიმსუქნის არსებობისას ხერხემალი განიცდის ზედმეტ დატვირთვას და ის იცვლის ფორმას, ხდება მრუდი, რაც იწვევს ტკივილს.
3. დაცემის, ავარიების ან უბედური შემთხვევების შედეგად მიღებული ტრავმები.
4. ზედმეტი დატვირთვა
5. მჯდომარე ცხოვრების წესი.

როგორ დავიწყოთ ზურგის მკურნალობა?

ზურგის ტკივილი უამრავ უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს. მის მოსაშორებლად ბევრი პაციენტი მიმართავს გასახურებელ მალამოებსა და ნაყენებს, რომლებიც შეიცავს ცხარე წიწაკას, გველის ან ფუტკრის შხამს, ან ტაბლეტებს, რომლებიც შეიცავს მეტამიზოლს ან დიკლოფენაკს. მალამოებისა და წამლების ერთდროული გამოყენება აძლიერებს ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს. თუმცა ეს მიდგომა მხოლოდ დროებით ამსუბუქებს ტკივილს, დაავადება კი ამ დროს შეიძლება პროგრესირებდეს. გახსოვდეთ: რაც უფრო ადრე მიმართავთ ექიმს, მით უფრო ადვილი იქნება ზურგის მკურნალობა.

ხერხემლის პრობლემების გამომწვევი რეალური მიზეზების დასადგენად, საჭიროა საფუძვლიანი გამოკვლევა. მიმართეთ ჩვენი ცენტრის ექიმ-ოსტეოპათს!
ვიზიტის დროს ექიმი ადგენს პაციენტის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას, ესაუბრება მას ჩივილებზე და აგროვებს დაავადების ანამნეზს.
პერკუსიისა და ხელით გასინჯვის მეთოდით ექიმ-ოსტეოპათს შეუძლია დაადგინოს:
  • სწორად არის თუ არა განლაგებული მალები და სხვა ძვლები;
  • სწორად ფუნქციონირებს თუ არა შინაგანი ორგანოები;
  • კუნთების, მყესებისა და სახსრების მდგომარეობა;
  • სწორად ნაწილდება თუ არა დატვირთვა ხერხემალზე.
მიღებული მონაცემების საფუძველზე, განისაზღვრება მკურნალობის შემდგომი გეგმა. ის დაფუძნებულია არაინვაზიურ, არამედიკამენტოზურ თერაპიაზე. ოსტეოპათიური მკურნალობა, ყოველდღიური სამკურნალო ვარჯიშები ინდივიდუალური პროგრამის მიხედვით, პაციენტის ორგანიზმის მდგომარეობის თავისებურებების გათვალისწინებით, სამკურნალო მასაჟი და პაციენტის სხეულზე კომპლექსური ზემოქმედების სხვა მეთოდები - ყველა ეს მეთოდი დაგეხმარებათ უმოკლეს დროში გათავისუფლდეთ ზურგის ტკივილისგან!
გისურვებთ ჯანმრთელობას!