სტატიები

სუნთქვის დარღვევა ბავშვებში ძილის დროს

ღრმა ძილი ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ჯანმრთელობისთვის.ბევრი მშობლისთვის ნაცნობია ისეთი მოვლენა , როგორიცაა სუნთქვის დარღვევა ბავშვის ძილის დროს. სიტუაცია,როდესაც ბავშვი სუნთქავს პირით,ხვრინავს,რის შედეგადაც კარგად ვერ გამოიძინებს,ძალიან ხშირია.ბავშვის ასეთი მდგომარეობის სხვადასხვა მიზეზი არსებობს.ეს შეიძლება იყოს:
  • მშრალი ჰაერი ბავშვის ოთახში;
  • ცხვირის გასავლების შევიწროება;
  • სურდო;
  • ჭარბი წონა და სხვა დარღვევები.
ზოგიერთი მშობელი სურდოს არასერიოზულად აღიქვამს და მიიჩნევს რომ ის თავისით გაივლის.სინამდვილეში კი ბავშვის შესუსტებული იმუნიტეტი ვერ ებრძვის ამ ავადმყოფობას,რის შედეგადაც მან შეიძლება მიიღოს ქრონიკული სახე და გართულდეს.
ხვრინვა,რომელსაც თან მოსდევს სუნთქვის შეკავება,შეიძლება აღინიშნებოდეს დაავადების ფონზე,რომელიც გამოიხატება სუნთვის შეკავებით ძილის დროს.ასევე ერთ–ერთი მიზეზი შეიძლება იყოს – ადენოიდები,რის გამოც ბავშვს დარღვეული აქვს ძილი,აღინიშნება დაღლილობის და გაღიზიანების მომატება,აქტიურობის დაქვეითება.
ძილის დროს პირით სუნთქვის და ხვრინვის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ცხვირის ,ცხვირის ღრუების და სასუნთქი გზების ანთებითი პროცესები.

სუნთქვის დარღვევების მკურნალობა

პირით სუნთქვის და ხვრინვის მიზეზების შესაბამისად აირჩევა მკურნალობის მეთოდები.
თუ ამის მიზეზია მშრალი ჰაერი ოთახში ან ბავშვის არასწორი მდგომარეობა ძილის დროს,მაშინ პრობლემის მოგვარების ხერხი ნათელია.აუცილებელია ოთახში ჰაერის დამატენიანებელის მოთავსება ან ბავშვისთვის კომფორტული ლეიბის შეძენა.
თუ სუნთქვის დარღვევის მიზეზია სურდო,მაშინ სპეციალისტმა უნდა გამოუწეროს ბავშვს ცხვირში ჩასაწვეთი პრეპარატი ,ბავშვის ასაკის,კომპონენტებისადმი ინდივიდუალური დამოკიდებულების,დაავადების მიმდინარეობის გათვალისწინებით.
სამკურნალოდ ასევე შეიძლება მიმართოთ ოსტეოპათიას.თუ მიკრობებისგან განთავისუფლება შესაძლებებლია ანტიბიოტიკებით,სასუნთქი ორგანოების სისხლმომარაგების დარღვევის და არასწორი მდებარეობის გამოსწორება შეუძლებელია!სამაგიეროდ ამგვარი და სხვა პრობლემების დაქვეითებაში დაგვეხმარება ოსტეოპათი.ოსტეოპათს ,თავისი ქმედებებით შეუძლია სხვადასხვა დარღვევების მოგვარება ორგანიზმში,რომლებიც იწვევენ ამ პათოლოგიებს და არიან ამ დაავადებების ძირითადი გამომწვევი მიზეზები.სპეციალისტი მკურნალობას არჩევს პაციენტის მდგომარეობის ,ინდივიდუალური მახასიათებებლების და სუნთქვის დარღვევის გამომწვევი მიზეზების შესაბამისად .

რა შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის დარღვევების უგულებელყოფამ?

თუ მშობელი ყურადღებას არ აქცევს ბავშვის სუნთვის დარღვევას,შედეგი შეიძლება ძალიან ნეგატიური იყოს.ცხვირის გაჭედილობის დროს ბავშვი სუნთქავს პირით,რაც იწვევს ორგანიზმში დიდი რაოდენობით ბაქტერიების მოხვედრის რისკს,რადგან ცხვირის ლორწოვანი გარსის დამცველობითი ფუნქციები მნიშვნელოვნად არის დაქვეითებული.
ორგანიზმში ჟანგბადის არასაკმარისი რაოდენობის მიწოდებამ შეიძლება გამოიწვიოს წნევის დაწევა,თავის ტკივილი და სისუსტე,ნერვოზი და გაღიზიანება.ასეთი მდგომარეობა ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ჰორმონების გამოყოფაზე,ნერვულ სისტემაზე და ბავშვის საერთო განვითარებაზე.
თუ სპეციალისტმა არ გამოავლინა სერიოზული პათოლოგიები და მიზეზი არის ხშირი გაციებები,ცხვირის გაჭედილობით,აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ დაავადების პროფილაქტიკას და იმუნიტეტის გაძლიერებას.ეს არის :
  • რეგულარულად ყოფნა სუფთა ჰაერზე;
  • გაკაჟება;
  • პირადი ჰიგიენის წესების დაცვა;
  • რაციონში დიდი რაოდენობით ხილის და ბოსტნეულის ჩართვა.ზამთარში ეს შეიძლება იყოს ვიტამინების კომპლექსი,რომელსაც დანიშნავს ექიმი;
  • ბავშვის ტანსაცმელი ყოველთვის უნდა შეესაბამებოდეს ამინდს.
მკურნალობის დაწყება და პრობლემის აღმოფხვრის ხერხებისადმი მიმართვა შეიძლება მხოლოდ სამედიცინო გამოკვლევის და ზუსტი დიაგნოზის დადგენის შემდეგ.
ჯანმრთელობას გისურვებთ!