აკუპუნქტურა, ან ნემსებით თერაპია, რეფლექსოთერაპია – არის ტრადიციული ჩინური მედიცინის -ერთ-ერთი მიმართულება. მეთოდის არსი არის განსაკუთრებულ წერტილებზე მეტალის ნემსებით ზემოქმედება. დღეს მკურნალობის ეს მეთოდი გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, მაგრამ დასავლეთის ქვეყნებში აკუპუნქტურა ალტერნატიული მედიცინის ერთ-ერთ სახეობად ითვლება. მართალია დამტკიცებულია აკუპუნქტურის პროცედურების ეფექტურობა, ბევრ პაციენტს აშინებს ნემსების ჩხვლეტის დროს ტკივილის ალბათობა.
ტკივილი აუცილებელია?
ნემსებით მკურნალობა არაერთგვაროვან შეგრძნებებს იწვევს. ტკივილი უწვრილესი ნემსების შეყვანისას აუცილებელია! ორგანიზმის ეს პასუხი მხოლოდ იმას გვამცნობს, რომ ზემოქმედება სწორად ხდება. ექიმმა ნემსები სპეციალურ წერტილებში უნდა შეიყვანოს – მათი სტიმულირებისას სხეულმა უნდა ამოახდინოს რეაგირება. ტკივილის, ან რაიმე სხვა შეგრძენებების არ არსებობა იმის ნიშანია, რომ ნემსი „ცარიელ“ ზონაში მოხვდა.
მსუბუქი ტკივილის გარდა, აკუპუნქტურის სეანსის დროს პაციენტმა შეიძლება სხვა ცვლილებებიც იგრძნოს:
სიმძიმის შეგრძნება
გარკვეული წერტილის დაბუჟება
მტვრევის შეგრძნება
დაჭიმულობის შეგრძნება.
მთლიანობაში ადამიანის სხეულზე დაახლოებით 600 აქტიური წერტილია. ჯერ კიდევ უძველესი მკურნალები ამტკიცებდნენ, რომ ასეთ წერტილებსა და ორგანოებს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს. ბიოაქტიურ წერტილებზე ზემოქმედება საშუალებას იძლევა, რომ ინისა და იანის ბალანსი ნორმალურ მდგომარეობაში მოვიდეს და აღდგეს ენერგიის ჯანსაღი დინება.
რა უნდა გაითვალისწინოთ რეფლექსოთერაპევტთან ვიზიტის დროს?
რა თქმა უნდა, აკუპუნქტურის სეანსის დროს ძლიერი ტკივილის შესახებ აუცილებლად უნდა აცნობოთ ექიმს. შეგრძნებები უნდა იყოს ოდნავ შესამჩნევი – რესფლექსოთერაპიის ნემსები ხომ დაახლოებით ადამიანის თმის ღერის სიწვრილის არის. ძირითადად, პაციენტს ჩხვლეტს ნემსის წვერი.
თუკი პროცედურის დროს ძლიერ ტკივილს გრძნობთ, რომელიც დენის დარტყმას გაგონებთ, დაუყოვნებლივ აცნობეთ აკუპუნქტურის სპეციალისტს. ასეთი შეგრძნებები მაშინ ჩნდება, როდესაც ნემსი ნერვს ეხება.
მკურნალობის სეანსის დროს დისკომფორტის გამოხატულობა დამოკიდებულია თავად ექიმის ოსტატობაზე. რეფლექსოთერაპიამ რომ მოსალოდნელი ეფექტი გამოიღოს, აუცილებლად უნდა აირჩიოთ მაღალკვალიფიციური სპეციალისტი. ჩვენი ცენტრის სპეციალისტი გაგიწევთ კონსულტაციას ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც აკუპუნქტურის მეთოდით მკურნალობას შეეხება. ჩაეწერეთ მიღებაზე საიტზე, ჩვენი ადმინისტრატორი შეარჩევს თქვენთვის მოსახერხებელ დროს სპეციალისტთან ვიზიტისათვის.