ოსტეოპათია

ოსტეოპათია ჯანმრთელობაზე ზრუნვის კომპლექსური მიდგომაა, რომელიც ეფუძნება სხეულის სტრუქტურისა და ფუნქციის ურთიერთკავშირს. მისი მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ სხეულს შეუძლია თვითგანკურნება, როდესაც საყრდენ-მამოძრავებელი და ძვალ-კუნთოვანი სისტემები, შინაგანი ორგანოები და შემაერთებელი ქსოვილები სათანადოდ ფუნქციონირებენ.
დაავადებისა და დისფუნქციის მკურნალობა
  • ოსტეოპათია ეფექტურია ისეთი პრობლემების დროს, როგორებიცაა: ზურგის ქრონიკული ტკივილი, კისრის ტკივილი, თავის ტკივილი, ართროზი და შინაგანი ორგანოების დისფუნქციები.
  • პროფესიონალური მანუალური ტექნიკის გამოყენებით, ოსტეოპათია არამარტო ებრძვის სიმპტომებს, არამედ ხელს უწყობს მათ მართვასა და აუმჯობესებს ზოგად ჯანმრთელობის მდგომარეობას.
სხეულის ზოგადი გაჯანსაღება
ოსტეოპათია ხელს უწყობს სხეულის ზოგად გაჯანსაღებას, ასტიმულირებს განკურნების პროცესებს, ბუსტავს ენერგიის დონეს და ამცირებს სტრესს. მისი მკურნალობის მეთოდი არის არაინვაზიური და ფოკუსირდება სხვადასხვა ტექნიკებზე, რომლებიც აუმჯობესებენ სისხლის ცირკულაციას, ამცირებენ ანთებას და აუმჯობესებენ მენტალურ ჯანმრთელობას.
პრევენციული მიმართულება
ოსტეოპათია აძლიერებს სხეულს ტრავმების წინააღმდეგ, აუმჯობესებს მის მექანიკას და მნიშვნელოვნად აძლიერებს ძვალ-კუნთოვან სისტემას, რაც უზრუნველყოფს ჯანსაღ ორგანიზმსა და შინაგან ბალანსს.
პედიატრიული მიმართულება
ოსტეოპათია ზრუნავს ბავშვების ჯანმრთელობაზე და უმტკივნეულოდ აგვარებს ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა: ჩვილთა კოლიკა, ძილის დარღვევები, განვითარების დაგვიანება, ასიმეტრია, მეტყველების შეფერხება და სხვა, ასევე, კომპლექსურად ხელს უწყობს ბავშვთა სწორ ანატომიურ თუ ფიზიკურ განვითარებას.
სპორტული ტრავმები
მანუალური ტექნიკის მეშვეობით ოსტეოპათია ხელს უწყობს სპორტული ტრავმების სწრაფ რეაბილიტაციასა და მათ სამომავლო პრევენციას, იქნება ეს შემთხვევითი თუ განმეორებითი ტრავმა.
ორსულობა და მშობიარობის შემდგომი პერიოდი
  • ოსტეოპათია ორსულ დედებს ეხმარება ფეხმძიმობის თანმხლები დისკომფორტის შემსუბუქებაში, ამზადებს ორგანიზმს მშობიარობისთვის და ხელს უწყობს მის შემდგომ სწრაფ რეაბილიტაციას.
  • საჭიროების შემთხვევაში ოსტეოპათიური მეთოდით შესაძლებელია ნაყოფის მდებარეობის უსაფრთხო შეცვლა.