მასაჟი

სამკურნალო მასაჟის სინერგია ოსტეოპათიასთან უზრუნველყოფს გრძელვადიან შედეგს. მასაჟი ხელს უწყობს კუნთების რელაქსაციას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხსნის დაძაბულობას. ჩვენთან არსებული თითოეული პროცედურა მორგებულია ინდივიდუალურ საჭიროებებზე და აქვს შესაბამისი დანიშნულება სხეულის გაჯანსაღებისთვის.
ზურგის მასაჟი
ზურგის მასაჟი ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით აძლიერებს ან ადუნებს ზურგის კუნთებს, ასევე აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს სხეულის რელაქსაციას. იგი ეფექტურია ზურგისა და მის მიმდებარე არეალში ქრონიკული ტკივილების, დაჭიმულობისა და დისკომფორტის მოსახსნელად.
მთლიანი სხეულის მასაჟი
მთლიანი სხეულის მასაჟი ფარავს სრულ კუნთოვან არეალს. იგი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ტონუსში მოჰყავს სხეული, რაც დადებითად აისახება ზოგად ჯანმრთელობაზე, ძილის ხარისხის გაუმჯობესებაზე, იმუნიტეტის გაძლიერებასა და სტრესის მოხსნაზე.
სახის მასაჟი
სახის მასაჟი, მათ შორის ბუკალური მასაჟი, გამოირჩევა უამრავი დადებითი ეფექტით: ხსნის კუნთების დაძაბულობას, ამცირებს შეშუპებას, ზრდის კანის ელასტიურობას ეფექტურად კვეთს სახის კონტურებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რაც უზრუნველყოფს ახალგაზრდული ეფექტის ხანგრძლივად შენარჩუნებას.
ანტიცელულიტური მასაჟი
ანტიცელულიტური მასაჟი აქცენტს აკეთებს ცელულიტისადმი მიდრეკილ ზონებზე. პროცედურის შედეგად მცირდება დაგროვებული ცხიმი, მკვრივდება სხეული და უმჯობესდება კანის ტექსტურა.
სპორტული მასაჟი
სპორტული მასაჟი განკუთვნილია სპორტსმენებისა და აქტიური ცხოვრების წესის მქონე ინდივიდებისთვის. იგი განსაკუთრებით ეფექტურია მაღალი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ კუნთოვანი სისტემის აღსადგენად და გასაძლიერებლად, ხელს უწყობს კუნთების დაძაბულობის მოხსნას და ხდის მათ უფრო მოქნილსა და ელასტიურს.
ლიმფოდრენაჟის მასაჟი
ლიმფოდრენაჟის მასაჟი აუმჯობესებს ვენოზურ სისხლის მიმოქცევას, აქრობს შეშუპებას, ხსნის დაღლილობას, ამკვრივებს კანს, აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინებისა და ზედმეტი სითხის გამოდევნას.
საბავშვო მასაჟი
საბავშვო მასაჟი სრულად არის მორგებული პატარებზე და ხელს უწყობს მოტორიკის განვითარებას, ძილისა და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, იმუნიტეტის გაძლიერებასა და ზრდასთან ასოცირებული ტკივილების მოხსნას.